16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე საასპარეზოდ გაემგზავრა

16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სამონაწილეოდ ლატვიის ქალაქ ვალმიერაში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება.  ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე, ხოლო პირველი ჩვენმა გუნდმა გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო.

მეორე წრე ქართველებმა დასანანი მარცხით გახსნეს. ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მასპინძელი “ვალმიერას” გუნდი იყო, რომელმაც ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი დაძაბულ ბრძლაში, 2 ქულის სხვაობით – 64:62 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს გახლდათ დევის ბერტრანსის აკადემიის გუნდი, რომელიც ქალაქ ვალნმიერაში მდებარეობს. რერტრანსიც ვალმიერაშია დაბადებული და თავის ქალაქში საკალათბურთო აკადემია გახსნა. ჩვენიანთაგან 12 ქულით ბომბარდირი გერა ჭეიშვილი გახდა, 9-9 ქულა გიორგი ნიკოლაევმა და სანდრო კვერნაძემ მიითვალეს. საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო მამუკა ასათიანი იყო, რომელმაც 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს, მეორე ლატვიურ გუნდ DNS-თან გამართავს და ამ მატჩის ლაივ-ტრანსლაციის ყურება შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ: https://www.youtube.com

ჩვენი გუნდი ვალმეირაში კიდევ 3 მატჩს გამართავს: 
საქართველო 2007 – ცესისი (ლატვია)         14 იანვარი, 12:30
რიზდენე (ლატვია) – საქართველო 2007     14 იანვარი, 18:30
საქართველო 2007 – ვილნიუსი (ლიეტუვა) 15 იანვარი, 13:00

საქართველო 2007 ლიეტუვაში ამ შემადგენლობით იმყოფება:
გიორგი ნიკოლაევი, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით შელია, სანდრო კვერნაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, გიორგი გოგოლაძე, თენგო ენუქაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი, ნიკოლოზ კობაიძე, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე, ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი