18–წლამდელები: “ენერჯიმ” რუსთავში კონკურენტი დაამარცხა

13 მარტი. რუსთავი
რუსთავი 72:89 ენერჯი–ინვესტი
14:24 19:27 20:26 19:12
რუსთავი: მაისურაძე (19), ი. მესხი (12), მამისმედაშვილი (11)
ენერჯი: ჩერქეზიშვილი (25), ელანიძე (18), მაჩალაძე (13 ქულა, 13 მოხსნა), გურაბანიძე (10)
 
 

აკადემია

13

10

3

23
დინამო

10

8

2

18
1 ექს. სკოლა

11

7

4

18
რუსთავი

12

6

6

18
მართვე 1

11

6

5

17
ენერჯი

10

6

4

16
მართვე 2

11

4

7

15
ქუთაისი

13

3

10

15
ნაკრები 93 

9

0

9


 
18–წლამდელთა ჩემპიონატში ისეთი დაძაბულობაა, პლეი ოფში გასვლა რეალურად სამი გუნდის გარდა ყველას შეუძლია. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ენერჯი–ინვესტი“ ბოლოსწინა ადგილზე იყო, თუმცა სხვებზე შედარებით ნაკლები თამაში ჰქონდა ჩატარებული და გასულ მატჩში რუსთავში რომ მოიგო, სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
„ენერჯიმ“ უშუალო კონკურენტი სტუმრად დაამარცხა, ვისთანაც პირველი წრის მატჩი თბილისში წაეგო. ჩერქეზიშვილის გუნდმა შანსი არ დაუტოვა ქვემოქართლურ გუნდს და ერთი ამოსუნთქვით მოიგო, რაშიც ლომის წვლილი გუნდის თავკაცის შვილს, ირაკლი ჩერქეზიშვილს მიუძღვის, რომელმაც 7 სამქულიანი მიითვალა და 25 ქულით მატჩის ბომბარდირიც გახდა.
აშკარად ჩააგდო თამაში რუსთაველთა იმედმა აკაკი დვალიშვილმა, რომელსაც თბილისელები საიმედოდ მეურვეობდნენ და მას ნაადრევად მიაღებინეს 5 პერსონალური შჭენიშვნა. დვალიშვილმა ამის გამო მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 5 ქულას და 9 მოხსნას დასჯერდა.
 

ირაკლი ჩერქეზიშვილმა (ბურთით) 7 სამქულიანი ჩააგდო