18–წლამდელები: გლოველის 56 ქულა და სამი მოთამაშით დარჩენილი მართველები

 
10 თებერვალი. სასოფლო
აკადემია 66:49 ქუთაისი
15:6 22:13 14:16 14:16
აკადემია: ბოქოლიშვილი (21), ჯავახიშვილი (20), თენიეშვილი (7 ქულა, 13 მოხნა)
ქუთაისი: ბერძენაძე (14), ქორიძე (11)
 
მართვე–1 74:70 რუსთავი
19:25 19:13 21:17 15:15
მართვე–1: ტეტელაშვილი (19 ქულა, 10 პასი), ჭოხონელიძე (15), ძიძიშვილი (14)
რუსთავი: დვალიშვილი (27 ქულა, 20 მოხსნა, 4 დაფარება), დოლიაშვილი (10 ქულა, 9 მოხსნა), მამისმედაშვილი (10), გურული (10)
 
მართვე–2 110:121 1 ექსპერიმენტალური სკოლა
18:23 31:30 24:39 37:29
მართვე–2: გლოველი (56 ქულა, 14 მოხსნა, 8 პასი, 4 ჩაჭრა), ჭიჭვეიშვილი (28), ბაშარული (13)
1 ექს. სკოლა: ჩქარეული (39), მაისურაძე (26), წიკლაური (17), ლეჟავა (16)
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
აკადემია

8

6

2

14
მართვე 2

8

4

4

13
დინამო

6

4

2

10
1 ექს. სკოლა

7

4

3

11
მართვე 1

7

4

3

11
ქუთაისი

7

3

4

10
რუსთავი

7

3

4

10
ენერჯი

6

3

3

9
ნაკრები 93 

6

0

6

მართვე 2 – 1 ექს. სკოლა
 

 

 
გუშინ  „სასოფლოს“ დარბაზში გამართულ 18–წლამდელთა მატჩებში რამდენიმე ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ორივე მათგანი „მართვე–2“–ისა და პირველი ექსპერიმენტარული სკოლის (აქამდე „სამედიცინო“ ერქვა) მატჩში მოხდა.
ალბათ ძალიან იშვიათად მომხდარა, რომ პერსონალურთა ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდნილი მოთამაშეების გამო გუნდს 4 კალათბურთელით ჩაემთავრებინოს მატჩი. გუშინ კი „მართვე–2“–მა სულაც 3 კალათბურთელით ჩაატარა ბოლო მეოთხედის დიდი ნაწილი. კახა შენგელიას გუნდი უკვე მესამე ათწუთეულში დარჩა 4 მოთამაშით. მართველებს ერთადერთი შემცვლელი ჰყავდათ, რადგან სხვა სათადარიგოები ტრავმირებულნი იყვნენ. ბოლო მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა შენგელიას გუნდიდან კიდევ ერთმა მოთამაშემ მიიღო მეხუტე პერსონალური და მართველები 3 კაცით დარჩნენ.
მეორე გამორჩეული ამბავი ის იყო, რომ გიორგი გლოველმა მიმდინარე სეზონის რეკორდი გამოაცხო – 56 ქულა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა და 8 პასი მოაყოლა. მას შემდეგ, რაც მართველები 4 კაცით დარჩნენ, მატჩს აზრი დაეკარგა, და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის წარმომადგენლებმა აუღელვებლად მოიგეს.
ძალიან დაძაბული გამოდგა „მართვე–1“–სა და „რუსთავის“ მატჩი, რომელშიც ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. თამაშის განმავლობაში უნდები მორიგეობით იხელთებდნენ ლიდერობას, თუმც ძირითადად მართველები იყვნენ წინ.
მართველებს მწვრთნელ გია ტეტელაშვილის შვილი გიორგი წინამძღოლობდა, რომელიც გულებსაც იხვეჭდა და საბოლოოდ 10 პასიც ჩამოარიგა. მას გვერდში ედგნენ ლუკა ჭოხონელიძე და ცენტრი გიორგი ძიძიშვილი, რომლებიც ძირითადად ფარქვეშიდან აგროვებდნენ ქულებს.
რუსთაველების გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 27 ქულას და 20 მოხსნას მოუყარა თავი, თუმცა გარჯა ვერ დაუფასდა – მისმა გუნდმა ბოლო წამებზე საბედისწერო შეცდომები დაუშვა და 70:74 დამარცხდა.
მესამე მატჩში ბრძოლა არ შედგა: „აკადემიამ“ 66:49 დაამარცხა „ქუთაისი“ და ცხრილში დაწინაურდა.
 

მართვე 1 – რუსთავი. გიორგი ტეტელაშვილი
 

მართვე 1 – რუსთავი
 

აკადემია – ქუთაისი
 

აკადემია – ქუთაისი