18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში პირველი წრე დასრულდა, ხოლო არსებული 5 ჯგუფიდან ერთში მეორე წრე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ახალი საშეჯიბრო სისტემა ამ სეზონიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, თითოეული ასაკობრივი ჩემპიონატის მონაწილეები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, სიძლიერის მიხედვით – A, B და საკმარისი ოდენობის შემთხვევაში C ლიგაში გადანაწილდნენ. 14 უძლიერესი გუნდისგან შემდგარი 18 წლამდელთა A ლიგის პარალელურად მიმდინარეობს B ლიგა, რომელშიც 24 გუნდია. ამ ლიგის წარმატებული გუნდები მომავალი სეზონისთვის A ლიგაში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებს ჩაანაცვლებენ.
B ლიგაში 30 გუნდია, რომლებიც 5 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითოეულ ჯგუფს ერთი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ჯგუფების მიხედვით ესენი არიან A – ქუთაისი 2, B – რუსთავი 2, C – ოვერტაიმი 2, D -ჰიუნდაი 2 და E – თსუ. თითოეულ ჯგუფში 6 გუნდია, შესაბამისად, 2 წრის თავზე ყველა გუნდს 10 მატჩი ექნება ჩატარებული. სუკეთესოები პლეი ოფში გადაინაცვლებენ და ბრძოლას A ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად გააგრძელებენ.
მიმდინარე გათამაშების სატურნირო ვითარებას გაეცანით ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.