18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ოლიმპიურ სასახლეში

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ოლიმპიურ სასახლეში

12 მაისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 18-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩს უმასპინძლა. მორიგი წარმატებული დღე ჰქონდა ზაზა ფაჩულიას აკადემიას, რომლის მე-3 გუნდმა “ორბს” 73:65 მოუგო, ხოლო პირველმა გუნდმა”იბერი” არ დაინდო – 107:43. 

“ჰიუნდაიმ” “მართვეს” 83:69 მოუგო, ხოლო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი “სოხუმსა” და “ქუთაისს” შორის შედგა. მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ფრე – 91:91 იყო, ხოლო საფინალო სირენის თანხლებით გიორგი ჭეიშვილის ზუსტმა გარღვევამ ქუთაისელებს გამარჯვება მოუტანა. დღის ბოლო მატჩში “აკადემიამ” ტურნირში უკონკურსოდ მონაწილე 16-წლამდელთა ნაკრები 93:59 დაამარცხა.

სრული სტატისტიკის სანახავად გადადით შესაბამის გვერდზე