საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ორივე ლიგაში თამაშები აქტიურად მიმდინარეობს. უმაღლეს – A ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფის ჯერია, სადაც 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალიდან შეუტევს ჩემპიონობას, B ლიგაში მეორე წრე მიმდინარეობს და გუნდები მალე პლეი ოფში შეაბიჯებენ.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა B ლიგაში 30 გუნდი ასპარეზობს. ისინი 5 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი – და თითოეულში 6 კლუბი ასპარეზობს. პირველი წრე დაუმარცხებლად განვლეს და წარმატებულად სვლას აგრძელებენ ჯგუფების ლიდერები. ყველა ჯგუფს 1 დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს, რომლებსაც საჩემპიონო ამბიციები გააჩნიათ. ესენი არიან: ქუთაისი, რუსთავი, ოვერტაიმი, ჰიუნდაი და თსუ. ყველა ამ გუნდს, თსუ-ისა და ჰიუნდაი გარდა ჰყავს წარმომადგენელი A ლიგაში. როცა ფავორიტებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ასევე ზაზა ფაჩულიას აკადემიის მეორე გუნდი (პირველი A ლიგაშია), რომელიც B ლიგაში, D ჯგუფშია და ჰიუნდაის შემდეგ მე-2 ადგილი უკავია.
18-წლამდელთა B ლიგის 6 მატჩია დღეს დაგეგმილი, რომელთაგან 2 ოლიმპიურ სასახლეში, 4-იც დიღმის არენაზე გაიმართება. თამაშების ლაივ-სტატისტიკას თვალყურის დევნება ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაბამის განყოფილებაში შეგეძლებათ.
მიმდინარე სატურნირო ვითარება: ცხრილი