20–წლამდელები: “მაკაბის” პლეი ოფი სათუო გაუხდა

7 აპრილი. აგრარული
აკადემია 95:71 რუსთავი
24:20 22:17 18:18 31:16
აკადემია: ბოქოლიშვილი (18), ელიაძე (16), მეფარიშვილი (14), მუმლაძე (12), თენიეშვილი (8 ქულა, 12 მოხსნა)
რუსთავი: თვარაძე (26), გუგავა (13), ფ. გურული (10)
მაკაბი 78:85 მართვე
20:22 19:16 18:26 21:21
მაკაბი: ლონდარიძე (24 ქულა, 20 მოხსნა), ჯანგველაძე (16 ქულა, 17 მოხსნა),  კილაძე (12)
მართვე: ბააკაშვილი (21), ტუხაშვილი (18 ქულა, 17 მოხსნა), მუმლაძე (15)
 
 

რუსთავი

14

12

2

26
აკადემია

13

9

4

22
მართვე

14

8

6

22
სამედიცინო

14

6

8

20
მაკაბი

13

6

7

19
ქუთაისი

14

0

14

14 
20–წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა ბოლომდე ჯერ არ გარკვეულა. კახა შენგელიას „მართვემ“ წინა ტურში ქუთაისში მოგებით გაინაღდა ოთხეულში მოხვედრა, გუშინ კი პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლ „მაკაბის“ სძლია და „სამედიცინოს“ იმედი ჩაუსახა.
„მაკაბი“ იმის ცდაში იყო, რომ რეგულარულში მეოთხე ადგილი არ დაეკავებინა და პლეი ოფის პირველ, ნახევარფინალური სერიაში ფავორიტ რუსთავს არ შეჯახებოდა, თუმც საქმე ახლა ისე შემოუტრიალდა, რომ თუკი არ ივაჟკაცებს, შესაძლოა, ოთხეულს მიღმაც დარჩეს.
გუშინდელ მატჩებში ისიც იყო საინტერესო, რომ ჩემპიონატის უპირობო ფავორიტმა „რუსთავმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო და ისევ „აკადემიასთან“. თუმცა ამ ამბავს ის გამართლება აქვს, რომ ქვემოქართლელებს პირველობა განაღდებული აქვს და დარჩენილ შეხვედრებში თავს არ იტვირთავს, პლეი ოფისთვის ემზადება. გუშინ „რუსთავს“ არაერთი ლიდერი აკლდა და არცაა გასაკვირი, რომ გია კაზანჯიანის გუნდმა იოლ გამარჯვებას მიაღწია.
 

აკადემია– რუთავი. დავით სანაია ფარნა გურულს ბურთს ეცილება
 

აკადემია– რუთავი
 

მაკაბი – მართვე
 

მაკაბი – მართვე