8 მარტი. სპორტის სასახლე
აკადემია 64:69 სამედიცინო
23:11 10:19 17:21 14:18
აკადემია: ბოქოლიშვილი (23), მეფარიშვილი (18)
სამედიცინო: მაისურაძე (21), წიკლაური (19), გაბისონია (11 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი)
მაკაბი 80:97 მართვე
11:19 18:25 18:23 33:30
მაკაბი: ჯანგველაძე (28), თევზაძე (25)
მართვე: ტუხაშვილი (29 ქულა, 28 მოხსნა), ნიკურაძე (22)
რუსთავი
10
9
1
19
სამედიცინო
10
5
5
15
აკადემია
7
5
2
12
მართვე
8
4
4
12
მაკაბი
7
3
4
10
ქუთაისი
10
0
10
10
„აკადემიას“ მიმდინარე ჩემპიონატში 2 დამარცხება აქვს და ორივე „სამედიცინოსთან“. გია კაზანჯიანის გუნდმა ფავორიტი რუსთავი სტუმრად დაამარცხა, ყველა დანარჩენ გუნდებსაც მოუგო, ვისაც შეხვდა, მაგრამ გია იშხნელის გაწვრთნილ მედიკოსებს ვერაფერს უხერხებს.
არადა, თამაში ისე დაიწყეს აკადემიელებმა, ბევრს აფიქრებინეს, რომ იოლად გაიმარჯვებდნენ. პირველი მეოთხედი კაზანჯიანის გუნდმა 12 ქულით მოიგო, მეორეში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა, მაგრამ მერე ამოქმედდა „სამედიცინოს“ მძლავრი სროლის მანქანა. მერაბ მაისურაძე და შოთა წიკლაური შორიდანაც მიზნიანად ესროდნენ და ფარქვეშაც თამამად შედიოდნენ, სადაც მათი ცენტრი ბექა ბექაური გაბატონებულიყო.
იშხნელის შეგირდებმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მესამე მეოთხედში ლიდერობასაც დაეპატრონენ. ამაო იყო აკადემიელთა შორი სროლები. ისინი ძირითადად აცილებდნენ მიზანს, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის შედეგიანი სოლო–გარღვევებმა საქმეს ვერ უშველა. ბოლო ათწუთეულში “მედიკოსებმა” 7–ქულიანი ლიდერობა მოიხელთეს, რაც ძირითადად წიკლაურისა და მაისურაძის უბადლო სროლების დამსახურებაა. „აკადემია“ ბევრს ეცადა, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.
მეორე მატჩიც საინტერესო გამოდგა – იმდენად, რამდენადაც კახა შენგელიას „მართვემ“ გასული სეზონის ფინალისტი და ამჯერადაც დიდი ამბიციების მქონე „მაკაბი“ დაამარცხა. თანაც ისე მოუგო, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს წარმატების მცირედი შანსიც არ დაუტოვა.
მართველთა წარმატების თავი და თავი ლევან ტუხაშვილი გახლდათ, რომელმაც მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა – ფარიდან ასხლეტილ 28 (!) ბურთს დაეპატრონა, რასაც 29 ქულაც მოაყოლა. ტუხაშვილმა 12 ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ხოლო 16 საკუთარზე, რაც შთამბეჭდავი შედეგია და ძალიან იშვიათად ხდება.
სამედიცინოს წუთშესვენებაზე სერგო იშხნელი არიგებდა
ბექა ბექაური (ბურთით) ფარქვეშ აქტიურობდა
ირაკლი გაბისონია “აკადემიის” დამარცხებას ზეიმობს
ლევან ტუხაშვილი (ცენტრში) ფარქვეშ ვერავინ შეაჩერა
ბურთისთვის იბრძვიან მართველი კახა მუმლაძე და მაკაბელი ვატო თევზაძე