20-წლამდელთა “ბ” ლიგის პლეი ოფი “აკადმიისა” და “აფხაზეთის” მოგებებით დაიწყო

20-წლამდელთა “ბ” ლიგის პლეი ოფი “აკადმიისა” და “აფხაზეთის” მოგებებით დაიწყო

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 20-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშების პლეი ოფი დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში ჩაება. 

პირველ წყვილში ერთმანეთს “აკადემია” და “ალფა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 99:71 (სტატისტიკა) დასრულდა. გამარჯვებულებს 17-17 ქულით ლაშა მიქელაძემ და გიორგი ჯაფარიძემ ულიდერეს. 14 ქულა მოაგროვა აკაკი ფიფიამ, ოთარ პერტაია კი საუკეთესო იყო სამმაგი დუბლით: 12 ქულა, 12 პასი, 11 მოხსნა. “ალფაში” 14 ქულითა და 22 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი გოგია. 14 ქულა ნიკა გოგოხიას ანგარიშზე დაგროვდა.

მეორე ნახევარფინალური სერია მოულოდნელობით დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში 10 მატჩიდან მხოლოდ 1-ის წამდეგმა “ზაზამ” “აფხაზეთთან” წაიფორხილა. შეხვედრა 82:79 (სტატისტიკა) დასრულდა – “აფხაზეთმა” ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ნოდარ ნემსაძე, რომელმაც 25 ქულა, 16 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ბორის თორთლაძის ანგარიშზე 26 ქულა, 10 მოხსნა და 5 დაგროვდა. “ზაზაში” 18 ქულით საუკეთესო იყო ირაკლი კილაძე.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. მომდევნო მატჩები 3 მაისს გაიმართება. 
ალფა – აკადემია    14:00
აფხაზეთი – ზაზა   15:45