20–წლამდელთა ჩემპიონატი: სამედიცინომ იმკურნალა და ფავორიტებს უტევს

22 თებერვალი. სპორტის სასახლე
მართვე 106:82 ქუთაისი
26:11 27:16 26:25 27:30
მართვე: ჭიჭვეიშვილი (26 ქულა, 6 ჩაჭრა), ტუხაშვილი (20 ქულა, 22 მოხსნა), ბააკაშვილი (18 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი), ბაშარული (12)
ქუთაისი: ქორიძე (19 ქულა), თუკვაძე (18 ქულა, 21 მოხსნა), კანდელაკი (18 ქულა, 15 მოხსნა)
სამედიცინო 86:75 აკადემია
14:23 24:18 16:21 32:13
სამედიცინო: მაისურაძე (31), ლეჟავა (15), ჩქარეული (11)
აკადემია: ბოქოლიშვილი (18), კობაიძე (12 ქულა, 13 მოხსნა)
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
რუსთავი

8

7

1

13
სამედიცინო

9

4

5

13
მართვე

7

3

4

10
აკადემია

5

4

1

9
ქუთაისი

8

0

8

9
მაკაბი

5

3

2

სამედიცინო – აკადემია
 
სერგო იშხნელის გაწვრთნილი გუნდები ასაკობრივ ჩემპიონატებში დომინირებას განაგრძობენ. 1 ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი (ყოფილი სსამედიცინო) 18–წლიანთა ტურნირში თამაშს თამაშზე იგებნ, ხოლო 20–წლამდელებში იშხნელის გუნდმა მიმდინარე სეზონის ყველაზე მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა – აქამდე დაუმარცხებლად მოსული ლიდერის, „აკადემიის“ ბარიერი დაძლია და ფავირიტებში გაერია. „სამედიცინოს“ გასულ ტურში სულ ცოტა დააკლდა მოქმედ ჩემპიონ „რუსთავის“ დამარცხებამდე, თავისივე შეცდომების გამო ბოლო წამებზე წააგო, თუმც კვირას შეცდომა ორმაგად გამოასწორა და 20–წლამდელთა ჩემპიონატის ლიდერი დაამწუხრა.
„სამედიცინო“ ტავიდანვე ჩამორჩა და ტამაშს ისეთი პირი უჩანდა, რომ „აკადემიკოსები“ მორიგ გამარჯვებას იოლად მიითვლიდნენ. მართალია, „აკადემია“ მტავარი მწვრთნელის, 16–წლამდელთა ნაკრებთან ერთად თურქეთში მყოფი გია კაზანჯიანის გარეშე თამაშობდა, თუმცა ეს ფაქტორი ამ გუნდს თავის გასამართლებლად ვერ გამოადგება. გათამაშების ლიდერმა 1 მეოთხედი 23:14 მოუგო „მედიკოსებს“, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 62:54 იგებდა, თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში წაიფორხილა და დაისაჯა კიდეც.
ზურაბ მაისურაძემ, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს, დიდი პრობლემები შეუქმნა „აკადემიას“. ეს ბიჭი შეუჩერებელი იყო როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრიდან. მაისურაძემ 9–დან 7 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8 ცდიდან მითვლილი 5 სამქულიანიც მიამატა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოწოდების სიმაღლეზე იყო „სამედიცინოს“ გამტამაშებელი იოსებ ლეჟავაც, რომელმაც გადამწყვეტ წუთებში გონივრულად უხელმძღვანელა თავისი გუნდის შეტევებს და „მედიკოსებმაც“ ისე მოიგეს თამაში, ბოლო წუთებზე არც უნერვიულიათ.
კვირას გამართულ კიდევ ერთ მატჩში ბრძოლა არ შედგა. კახა შენგელიას გაწვრთილმა „მართვემ“ ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო აუტსაიდერ „ქუთაისს“ და პლეი ოფში გასვლის (4 საუკეთესო გუნდი გადის) შანსები გაიუმჯობესა. აღსანიშნავია მართველი ლევან ტუხაშვილის თამაში, რომელიც დებიუტანტია, „მართვეში“ მეორე მატჩი ჩაატარა და შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. პირველ მატჩში, გასულ ორშაბათს, ამავე „ქუთაისთან“ ტუხაშვილმა 24 ბურთი მოხსნა, ხოლო კვირას 22–ჯერ მოიხელთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და თან 20 ქულაც მოაქუჩა. ბარემ აქვე ავღნიშნოთ ქუთაისელი რომან თუკვაძე, ვინაც 21 მოხსნა და 18 ქულა მიითვალა.
 

მართვე – ქუთაისი