20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა. კოტე ტუღუშისა და მისი ასისტენტების, დავით და სანდრო ნოზაძეების გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც რუმინეთში, 12-21 ივლისს გაიმართება. 
 
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი კალათბურთელი გამოიცადა და ლატვიაში გასამგზავრებლად 15 შეირჩა. ბალტიისპირეთში საქართველო ლატვიის ნაკრებს ორჯერ და უკარინას ერთხელ დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები ერევანსაც ეწვევა, სადაც სომეხ თანატოლებთან სპარინგ-მატჩს გამართავს. 
 
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არ არიან გიორგი ოჩხიკიძე და ათუკა ბახტაძე, რომლებიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში იმყოფებიან, სადაც ეროვნული ნაკრების შეკრება მიმდინარეობს. ბახტაძე და ოჩხიკიძე 20-წლამდელთა ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან!