შენგელიას 16 ქულა და გამარჯვება ბელგრადში

შენგელიას 16 ქულა და გამარჯვება ბელგრადში

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით ესპანურმა “ბასკონიამ” სერბეთსი “ცრვენა ზვეზდას” სძლია. ბასკური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ვიტორიელებს დაძაბულ ბრძოლაში – 85:81 მოაგებინა.

შენგელიას 28 წუთში თამაშიდან ტყორცნა არ გაუცუდებია – 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-დან 4 საჯარიმო მიამატა და 16 ქულამდე ავიდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 2 პასია.

ბასკებიდან თორნიკეზე მეტი მხოლოდ გერმანელმა ვოიტმანმა ჩააგდო – 17. მატჩის ბომბარდირი კი მასპინძელი ლესორტი გახდა – 19.

4 მოგებითა და 5 მარცხით “ბასკონია” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბასკონიელები 30 ნოემბერს, შინ – “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებენ.