3X3 კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონალური ჩემპიონატის პრიზიორები გორის გუნდები გახდნენ

3X3 კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონალური ჩემპიონატის პრიზიორები გორის გუნდები გახდნენ

12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. მთლიანობაში შეჯიბრებაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები ქალაქ გორის წარმომადგენლებს ერგოთ.

საკალათბურთო ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია,  ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვებულები გორის მერმა, კოსტანტინე თავზარაშვილმა, მისმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა, იოსებ ხაჩიურმა დააჯილდოვეს.

3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა გუნდი “კინგსი” – ვოვა თავაქარაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, ანდრო ფერსაშვილისა და ფრიდონ კოპალიანის შემადგენლობით. “კინგსმა” ფინალურ მატჩში 16:12 დაამარცხა “Big Z”. მესამე ადგილიც გორის გუნდმა – 24-მა დაიკავა.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის მედლებთან ერთად დაწესებული იყო ფულადი პრემიაბიც. ჩემპიონმა გუნდმა თასთან ერთად 500-ლარიანი ჯილდო მიიღო. ვერცხლისმედალოსნებს 300, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 200 ლარი გადაეცათ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ვლადიმერ თავაქარაშვილს გადაეცა.

გორში მიმდინარე ქუჩის კალათბურთის ტურნირი დასრულდა

გორში მიმდინარე ქუჩის კალათბურთის ტურნირი დასრულდა – 16 სამოყვარულო გუნდს შორის გამარჯვებული გამოავლინეს

Posted by ტელეკომპანია "დია" on 2020 m. rugpjūčio 15 d., šeštadienis