3×3 საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად, წლის პირველი ტურნირები გაზაფხულის თასის ეგიდით იმართება. 3x3SPRING2024-ის პირველ ტურნირს ვერის ბაღმა უმასპინძლა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ იმ მსველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირპბებს აკმაყოფილებდა.
ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა: “მუხბე” G-ს დაუწყვილდა, ხოლო Space Jam-ი – Nine Tails-ს. ორივე ნახევარფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა და ფინალში მუხბე და Nine Tails-ი გავიდნენ.
ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ფინალი და ტურნირის ჩემპიონობა მოიგო Nine Tails-მა, რომლის ღირსებასაც გიორგი ლეკიაშვილი, საბა ებელაშვილი, ლევან შეროზია და ლუკა მეგრელაძე იცავდნენ. ფინალისტი “მუხბეს” შემადგენლობაში კი თავი ვაკა ბიჭაშვილმა, კახა გიორგაძემ, ბექა ჯანხოთელმა და მისმა ძმა ირაკლიმ მოიყარეს. შეხვედრა თანაბრად წარიმართა და Nine Tails-ის მინიმალური გამარჯვებით – 12:11 დასრულდა.
ფინალისტები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა, რომელმაც გამარჯვებულებს 900-იანი, ხოლო დამარცხებულებს 700-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. 3x3SPRING2024-ის ეგიდით აპრილში კიდევ 2 ტურნირი ჩატარდება.