არრ გაუჭირდებოდა, თუმცა მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის პლეი ოფის საგზური გაინაღდა. რუსულ დერბიში, სანკტ-პეტერბურგში, “ზენიტთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ არმიელებმა პლეი ოფის საგზური მათემატიკურად, ანუ ოფიციალურად გაინაღდეს. რაც შეეხება ანგარიშს, ცსკა-მ ნევისპირელები 86:74 დაამარცხა.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 28:44 წუთში 14 ქულა ჩააგდო (ერთი სამქულიანი), რაც გუნდში მეორე შედეგია ფოიტმანის (21 ქულა) შემდეგ. მის ანგარიშზეა ასევე: 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ია (მესამე გუნდში ფოიტმანისა (31) და კლაიბერნის (18) შემდეგ.
ცსკა-მ ევროლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო, ისე კი ეს მოსკოველთა ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა. ბოლოს გუნდი მილანოსთან დამარცხდა 3 კვირის წინ. 2 აპრილს ცსკა კიდევ ერთ რუსულ კლუბს ეთამაშება, ხიმკის მასპინძლობს, რომელიც ევროლიგის უიმედო აუტსაიდერია.