ქართველი არბიტრები და კომისარი ზაფხულში ფიბა-ს 11 ტურნირს მოემსახურებიან

ქართველი არბიტრები და კომისარი ზაფხულში ფიბა-ს 11 ტურნირს მოემსახურებიან

ქართველ მსაჯებს და კომისარს საერთაშორისო ასპარეზზე დატვირთული გრაფიკი ელით. ფიბა-ს მიერ ზაფხულში დაგეგმილ ტურნირებს საქართველოდან 4 მსაჯი და 1 კომისარი მოემსახურება. მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მსაჯთა კორპუსი პროგრესირებს და შიდა რესურსის გაზრდას საერთაშორისო ლიცენზიის მქონე არბიტრების მატებაც მოჰყვა. ფიბა-ს სტაჟიან მსაჯებს – მაკა კუპატაძეს და დავით ბერეკაშვილს ახალგაზრდა მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაურიც შეუერთდნენ, რომლებიც ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილთან ერთად ივლისისა და აგვისტოს თვეებში ფიბა-ს მიერ მთლიანობაში დაგეგმილი 28 ტურნირიდან 11-ს მოემსახურებიან.

მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში მსაჯთა განვითარების პროცესი არ შენელებულა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად იყენებდა დისტანციურ მეთოდს და აღნიშნულ პერიოდში, როცა ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, ინტერნეტის საშუალებით ქართველი არბიტრებისთვის უამრავი სემინარი თუ კონფერენცია მოეწყო, რომლებსაც ფიბა-სა და ევროლიგის არაერთი ავტორიტეტული მსაჯი, ასევე ტექნიკური დელეგატი (კომისარი) უძღვებოდა.  თეორიულ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ჩვენი ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი სპეციალისტი, დრაგან ნეშკოვიჩი მსაჯების პრაქტიკულ გადამზადებაზეც ზრუნავდა. შედეგად, ქართველმა მსაჯებმა და კიმისამა 11 ტურნირზე მიწვევით ფიბა-ს დიდი ყურადღება და ნდობა დაიმსახურეს.  

ეს ის ასაკობრივი ტურნირებია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში უნდა ჩატარდეს. კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატების “ა” და “ბ” დივიზიონების გამართვა გადაიდო, რის ნაცვლადაც Challenger-ების ჩატარება გადაწყდა. როგორც ვაჟების, ისე გოგონების თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში (u16, u18, u20) ჩატარდება 5-6-გუნდიანი ჩელენჯერები. მათ შორის თბილისი 20 წლამდე ვაჟთა 6-გუნდიანსა და  16 წლამდე გოგონათა 5-გუნდიან ჩელენჯერებს უმასპინძლებს.

წარმოგიდგენთ ქართველ არბიტრებსა და კომისარს საერთაშორისო ტურნირებზე მათი დანიშვნების მიხედვით

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

რიგა (ლატვია). ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (ა ჯგუფი). 27 ივლისი – 1 აგვისტო.

ჰელსინკი (ფინეთი). ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (ა ჯგუფი). 9-14 აგვისტო.

 

დავით ბერეკაშვილი (მსაჯი)

სოფია (ბულგარეთი). ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (დ ჯგუფი). 27 ივლისი – 1 აგვისტო.

თბილისი (საქართველო). ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (ე ჯგუფი). 9-14 აგვისტო.

 

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ანდორა ლა ველა (ანდორა). ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (ე ჯგუფი). 27 ივლისი – 1 აგვისტო.

პიეშტანი (სლოვაკეთი).  ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი (დ ჯგუფი). 11-16 აგვისტო.

 

კირილე თვაური (მსაჯი)

თბილისი (საქართველო). ევროპის 20-წლამდე  ვაჟთა ჩემპიონატი (ბ ჯგუფი). 20-25 ივლისი.

სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია). ევროპის 18-წლამდე  ვაჟთა ჩემპიონატი (ა ჯგუფი). 3-8 აგვისტო.

სოფია (ბულგარეთი). ევროპის 16-წლამდე  ვაჟთა ჩემპიონატი (დ ჯგუფი). 16-21 აგვისტო.

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ირაკლიონი (საბერძნეთი). ევროპის 20-წლამდე  ვაჟთა ჩემპიონატი (ც ჯგუფი). 19-24 ივლისი.

ირაკლიონი (საბერძნეთი). ევროპის 18-წლამდე  ქალთა  ჩემპიონატი (ც ჯგუფი). 27 ივლისი – 1აგვისტო.