90 გუნდი და 1350 მონაწილე – ჯუნიორ ნბა 2023-ის წილისყრას დიღმის არენამ უმასპინძლა

90 გუნდი და 1350 მონაწილე  – ჯუნიორ ნბა 2023-ის წილისყრას დიღმის არენამ უმასპინძლა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მე-7-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2023 წლის სეზონში 136  გუნდი დარეგისტრირდა. შესაბამისად, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო აქტივობა, რომელშიც 2000-ამდე მოზარდი მონაწილეობს.  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

წინა, 2022 წელთან შედარებით ჯუნიორ ნბა-ს მონაწილეთა რაოდენობა (საკვალიიკაციოების ჩათვლით) 1200-დან 2000-ამდე გაიზარდა. ეს გახლავთ იმ საკალათბურთო ტალღით განპირობებული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ევრობასკეტის ჩატარებამ წარმოშვა. ესეთი ნახტომი განხორციელდა 2011 წელსაც, როცა საქართველო პირველად გავიდა ევრობასკეტზე და საკალათბურთო სექციებში მაშინ ბავშვების რაოდენობა 200-300 პროცენტით გაიზარდა. მოთხოვნილების გაზრდამ დღის წესრიგში დააყენა ჯუნიორ ნბა-ს ძირითად ტურნირში მონაწილეების გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციცაციის დუბლირებაა, მონაწილეების ან ფორმატის შეცვლა დაუშვებელია. ამიტომ, აქამდე არსებულ ჯუნიორ ნბა-ს A და B ლიგებს დაემატა C ლიგა. შესაბამისად, ჯუნიორ ნბა-ში მონაწილე გუნდების რაოდენობა 60-დან 90-ამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, ჯუნიორ ნბა-ს ჩატარების ფორმატს. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. სწორედ გუნდებისთვის ნბა-ს გუნდების სახელების მინიჭებისთვის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა, ეგრეთწოდებული დრაფტი გაიმართა, რომელზეც ქვევით მოგითხრობთ, აქ კი გავაგრძელებთ გათამაშების ფორმატის შესახებ: A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება,  B ლიგისა და C თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და  პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას.  ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის მინიჭებული სიხარული. 

გულშემატკივრებს  შეუძლიათ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის მსვლელობას და სიახლეებს  თვალ-ყური მიადევნონ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – jrnbaleague.ge   და  ოფიციალურ აპლიკაციაზე, რომელსაც OWQLO წარმოგიდგენთ.  OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა  შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.  

წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა დიღმის არენაზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ ნბა-ში მონაწლე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ და A, B და C ლიგების მონაწილე 1350-ივე კალათბურთელს NBA-გან  სათამაშო ფორმები საჩუქრად გადაეცათ.  

ჯუნიორ ნბა-ს წილისყრას  მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ჯუნიორ ნბა-ს წლეულს ახალი მეგობარი რძის პროდუქტების კომპანია “სანტე” გამოუჩნდა, რომელმაც ტურნირის მონაწილე 90-ივე გუნდს ლოკო-მოკოს საბავშვო პროდუქტების ნობათი გადასცა.   

ტრადიციულად, ჯუნიორ ნბას-ს წილისყრამ საინტერესო და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის  ყველა მხარდამჭერსა და  სპონსორს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფედერაციის სხვადასხვა პროექტების და მათ შორის,  საქართველოში ჯუნიორ ნბა-ს ლიგის წარმატებით განხორციელებაში.  

  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი –  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი.
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი –  საქართველოს რკინიგზა.
  • საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი – კავკასიის მედიცინის ცენტრი – ევექსი
  • კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მედია პარტნიორი საქართველოს პირველი არხი.

პროექტის ფორმატის გათვალისწინებით მონაწილე სამივე ლიგაში მონაწილე გუნდები 6-6 დივიზიონში განაწილდენენ. გთავაზობთ კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტებული A, B, C ლიგების მიმდინარე სეზონის ჯგუფებს

ფოტოგალერეა

image description

image description