“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში 4 საუკეთესო ნახევარფინალში დაწყვილდა

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში 4 საუკეთესო ნახევარფინალში დაწყვილდა

დასრულდა “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რის შედეგადაც 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში დაწყვილდა. შეგახსენებთ, რომ 6 გუნდი ერთი საგზურისთვის იბრძვის, რომელიც გამარჯვებულს ერგება. ფინალში დამარცხებულ გუნდს “ა” ლიგის საგზურის მოპოვების შანსი შერჩება, რომელიც “სოხუმი საქართველოს” 2-მატჩიან საკვალიფიკაციო სერიაში შეხვდება და გამარჯვებული “ა” ლიგას შეავსებს.

“სოხუმი საქართველოს” ეს უპირატესობა იმიტომ აქვს, რომ კლუბი “ა” ლიგის წინა გათამაშებაში მონაწილეობდა და რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა. ბოლოზე გასული გუნდი “ა” ლიგიდან გავარდა, ხოლო “სოხუმი საქართველომ” დებულების თანახმად ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად 1 საკვალიფიკაციო რაუნდი უნდა გამართოს. ამ რაუნდში საკვალიფიკაციოს ფინალში დამარცხებული გუნდი ითამაშებს, ხოლო მოგებული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ა” ლიგაში შევა.

აქვე გეტყვით, რომ “ა” ლიგის 4 მონაწილე წინა სეზონში პლეი ოფში გასული გუნდები – ამრა, გრიფინი, თავისუფალი უნივერსიტეტი და თელავი არიან.

დღეს გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში ჯგუფებში ადგილები საბოლოოდ განაწილდა. “ვინგსმა” 98:55 (სტატისტიკა) დაამარცხა “ვერა” და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ვერა მესამეა, ხოლო მეორე ადგილზე და შესაბამისად, ნახევარფინალში “ბრექ ფორტრესი” გავიდა, რომელმაც 1 მატჩი ვერას მოუგო, მეორე კი ვინგსთან დათმო.

“ბ” ჯგუფში” პირველობა არავის დაუთმო”არესმა”, რომელმაც კონკურენტ “პირატებს” 90:83 (სტატისტიკა) სძლია.ეს უკანასკნელი მაინც გავიდა ნახევარფინალში, რადგან პირველ ტურში ჯგუფის მესამე მონაწილეს – სქუად x-ს სძლია. 

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ვინგსი პირატებს შეუწყვილდა, ხოლო არესი – ბლექ ფორტრესს. ნახევარფინალები ერთმატჩიანია და შეხვედრები 15 დეკემბერს, თბილისი არენაზე გაიმართება.