ახალგაზრდული ნაკრების დანაკლისი: გიორგი შარაბიძე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოლიდური დანაკლისი განიცადა. ესპანურ „პამესაში“ მოთამაშე 212–სანტიმეტრიანმა ცენტრმა გიროგი შარაბიძემ ფეხი იტკინა და როგორც გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, მას მუხლზე მენისკის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.
ვერ ვიტყვით, რომ დავით უსტიაშვილის ნაკრებს სიმაღლის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შარაბიძის გამოკლებით მნიშვნელოვანი ფარქვეშა ძალა გამოაკლდა. გიორგის ტრავმის გამო ცენტრის პოზიციაზე კონკურენცია ფაქტობრივად მოიხსნა, რადგან ტანმაღალი ნიკა მეტრეველი და რიჩარდ მათიაშვილი სავარაუდოდ უპრობლემოდ მოხვდებიან ძირითად 12 კაცში ცენტრის პოზიციაზე.