All Star-ის განახლებული შემადგენლობა ცნობილია!

All Star-ის განახლებული შემადგენლობა ცნობილია!

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადებული All Star-ი 29 იანვარს, 16:00 საათზე, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება. 

ადგილობრივი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდების სასტარტო ხუთეულები, გულშემატკივრება ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს, ხოლო სათადარიგო მოთამაშეები მთავარმა მწვრთნელებმა, ირაკლი ხოშტარიამ და ბექა წივწივაძემ დაასახელეს.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საკალათბურთო კლუბ ოლიმპის წევრები, რომლებიც გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს – ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა კალატოზიშვილი და ლინტონ ესლაისი. ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოტოვების მიზეზი კი საკალათბურთო კლუბ ოლიმპის კავკასიის საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობაა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ერევანში იმყოფება, სადაც კავკასიის ლიგის 5 მატჩის ჩატარება აქვს დაგეგმილი.

მაყურებლების მიერ არჩეული ოლიმპის მოთამაშეები, ყველაზე მეტი ხმის მქონე კალათბურთელებმა, გიორგი ოჩხიკიძემ და აკაკი ლომოურმა ჩაანაცვლეს. ხოლო რაც შეეხება ლეონერების გუნდის ფორვარს, ლინტონ ესლაის შემდგომ  2612 ხმით  მეგას მოთამაშე, მარგუს გილსონი ლიდერობდა, რომელიც მართალია თავდაპირველად სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა ბექა წივწივაძის გადაწყვეტილებით სათადარიგო მოთამაშედ დასახელდა. გამომდინარე იქიდან რომ ესლაის ჩანაცვლება სწორედ გილსონით უნდა მომხდარიყო ბექა წივწივაძემ მეგას ფორვარდი  ქუთაისის ქრისტოფერ უეირით ჩაანაცვლა. 

ოლ სტარის მატჩი-აქციის დროს გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვერბში, ამ კონკურსების გამარჯვებულებსა და ოლ სტარის MVP-ის ოფიციალურ პრიზებთან ერთად საკალათბურთო სამყაროში ცნობილი ინოვაციური სავარჯიშო კომპლექსი Shoot360 საკუთარი სერვისით მომსახურების ვაუჩერებს გადასცემს. რუსთავის მერიას ასევე დაწესებული აქვს საკუთარი სპეციალური პრიზი.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება კალათბურთის ფედერაციის ვებ და ფეისბუქის გვერდებზე.

 

გამომდინარე იქიდან რომ ლუკა ლიკლიკაძე 3 ქულიანების კონკურსსაც გამოაკლდა, მის ნაცვლად სნაიპერთა დაპირისპირებაში მონაწილეობას აკაკი ლომოური მიიღებს.

შეგახსენებთ რომ ყველა ვარსკვლავის თამაში 29 იანვარს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია!