“ალფამ” თსუ-ს მოუგო და 20-წლამდელთა “ბ” ლიგის ნახევარფინალი შეავსო

“ალფამ” თსუ-ს მოუგო და 20-წლამდელთა “ბ” ლიგის ნახევარფინალი შეავსო

დასასრულს მიუახლოვდა “ბ” ლიგის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 1 ტური, თუმცა უკვე ცნობილია იმ 4 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ. უფრო ზუსტად, ნახევარფინალში გასული 3 გუნდის ვინაობა აქამდეც ცნობილი იყო, დღეს კი მე-4 ადგილისთვის მებრძოლი გუნდებს შორის საკვანძო მატჩი გაიმართა. 

პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ჰქონდათ “ზაზას”, “აკადემიას” და “აფხაზეთს”. ნახევარფინალის მე-4 საგზურისთვის “ალფა” და თსუ იბრძოდნენ. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და საკვანძო შეხვედრა “ალფას” გამარჯვებით – 95:91(სტატისტიკა) დასრულდა. ამ მოგებით დარჩენილ 1 ტურში “ალფა” თსუ-სა და “ვინგსისთვის” მიუწვდომელი გახდა. 

დარჩენილი ტური, რომელიც 24 პრილს გაიმართება, გადაწყვეტს, თუ რა თანმიმდევრობით დაიკავებენ გუნდები ცხრილში ადგილებს, რათა ნახევარფინალში დაწყვილდნენ. პირველი ადგილისთვის “ზაზა” და “აკადემია” იბრძვიან, III-IV ადგილები კი “აფხაზეთსა” და “ალფას” შორის განაწილდება.

დღეს ასევე გაიმართა ლიდერთა შეხვედრა. “ზაზამ” მიმდინარე სეზონის პირველი მარცხი განიცადა “აკადემიასთან” – 56:76 (სტატისტიკა). სადღეისოდ ამ გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ და თუ ბოლო ტურში ორივე იმარჯვებს, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პირველზე “აკადემია” გავა. 

ბოლოსწინა ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში “ახზეთმა” “ვინგსს” დამაჯერებლად – 110:70(სტატისტიკა) სძლია.