ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური კეილას წინააღმდეგ

ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური კეილას წინააღმდეგ

რატი ანდრონიკაშილის ყველაზე შედეგიანი მატჩი რიგის ვეფ-ის შემადგენლობაში. ლატვიურ-ესტონური ლიგის მორიგ ტურში რიგის გუნდი ესტონურ კეილას ესტუმრა და 90:78 დაამარცხა, ანდრონიკაშვილმა კი მოედანზე 27:07 წუთი გაატარა და 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

რატიმ 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ვეფ რიგამ ლატვიურ-ესტონური ლიგის 10 ტურში 9 მოგება მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 17 ნოემბერს, შინ, ლატვიურ ვენტსპილსთან ელის.

მანამდე, 13 ნოემბერს, ანდრონიკაშვილის კლუბი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ბერძნულ აეკ-ს ესტუმრება. რატი საქართველოს ნაკრებს პირდაპირ საბერძნეთიდან, 14 ნოემბერს შეუერთდება.