ანონსი: ილიას ზუროსის პრეს-კონფერენციას “ქორთიარდ მერიოტი” უმასპინძლებს

ანონსი: ილიას ზუროსის პრეს-კონფერენციას “ქორთიარდ მერიოტი” უმასპინძლებს

24 ივნისს, სასუმრო “ქორთიარდ მერიოტში” (მის: თავისუფლების მოედანი N4) გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მზადებას. ნაკრების ხელმძღვანელობა ასევე წარმოადგენს მომავალი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ გეგმას, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ამხანაგურ მატჩებს და საწვრთნელ შეკრებებს როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.

“ქორთიარდ მერიოტში” პრეს-კონფერენცია დაიწყება 16:45 საათზე და მას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, მოთამაშე გიორგი შერმადინი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა და ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი, პაატა ლობჟანიძე.