ასპროცენტიანი ზაზა ფაჩულია

ასპროცენტიანი ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ კიდევ ერთი მატჩი დათმო ბოლო წამებზე. „ბასქი“ დეტროიტში „პისტონსს“ შეხვდა და 3 ქულის სხვაობით – 95:98 წააგო. დღევანდელი მონაცემებით მილუოკელებს 2 მოგების წილ 4 მარცხი დაუგროვდათ და ცენტრალურ დივიზიონში „ინდიანასა“ და „კლივლენდს“ უსწრებენ.
ქართველმა ცენტრმა 17 წუთი ითამაშა და სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ზაზამ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 3 მოხსნით, 2 ჩაჭრით 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 18 ქულა ჯაბარი პარკერმა მიითვალა, ბრენდონ ნაითმა კი თავისიანებს 17 ქულა და 9 პასი მიაშველა.
მომდევნო მატჩი „მილუოკის“ 8 ნოემბერს, შინ „მემფისთან“ ელის.