ატლანტა ჰიუსტონთან დამარცხდა

“ატლანტა ჰოქსი”, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ლიდერი ზაზა ფაჩულია თამაშობს, მორიგ შეხვედრაში გასვლაზე “ჰიუსტონთან” 68:94 დამარცხდა. ფაჩულიამ მოედანზე 28 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. მისი ოპონენტის, 40 წლის დიკემბე მუტომბოს მონაგარი 14 მოხსნა გახლდათ.ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 31 ქულით ტრეისი მაკგრეიდი იყო, ხოლო “ატლანტის” საუკეთესო მექულემ მსროლელმა ჯო ჯონსონმა შეხვედრა 11 ქულით ჩაამთავრა. “ჰიუსტონს” არ ჰყოლია ჩინელი ცენტრი იაო მინი.