ატლანტა ნიუ ჯერსის უგებს

“ატლანტა ჰოქსმა” რეგულარულის მორიგ შეხვედრაში გასვლაზე “ნიუ ჯერსი ნეტსი” დამატებით დროში 101:99 დაამარცხა და 46 მატჩის მერე გუნდს უკვე 18 მოგება დაუგროვდა. ზაზა ფაჩულიამ ამჯერად 27 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროში თავი 10 ქულითა და 6 მოხსნით გამოიჩინა. სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი ქულა ამჯერადაც ჯო ჯონსონის ანგარიშზე იყო, რომელმაც 37 ქულას 8 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნაც დაურთო. “ნეტსში” 27 ქულით თავი ვინს კარტერმა გამოიჩინა.
ნიუ ჯერსი – ატლანტა 99:101 (24:22, 18:21, 18:24, 26:19, 13:15)