ატლანტა შინ ტორონტოსთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი” საკუთარ მოედანზე კარგ ფორმაში მყოფ “ტორონტოსთან” 91:103 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზე 32 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება იყო. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა კვლავ ჯო ჯონსონის (28) ანგარიშზე იყო, ხოლო “რეპტორზის” რიგებში კი თავი 24 ქულითა და 10 მოხსნით კრის ბოშმა გამოიჩინა. “ჰოქსი” მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “ნიუ ჯერსის” შეხვდება.