“ატლანტამ” “ჩიკაგოსთან” მოედნის უპირატესობა დაკარგა

“ატლანტამ” “ჩიკაგოსთან” მოედნის უპირატესობა დაკარგა

„ატლანტა ჰოუქსმა“ პირველივე ცდაზე დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დღეს, გამთენიისას რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „ჩიკაგოსთან“ საპლეიოფო სერიის მესამე მატჩი საკუთარ „ფილიპს არენაზე“ 82:99 დათმო. ჩიკაგოელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.
 
შეხვედრა სტუმრების სრული დომინირებით წარიმართა. ჩიკაგოელებმა პირველი მეოთხედი 6 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 13 ქულით დაწინაურდნენ. ატლანტელებმა ვერაფერი მოუხერხეს მიმდინარე სეზონის საუკეთესოდ დასახელებულ დერიკ როუზს, რომელმაც საბოლოოდ 44 ქულა დააგროვა და „ბულსის“ გამარჯვება განაპირობა.
 
ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 9 წუთი დაჰყო. ზაზას მეტოქის ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია. 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო, რასაც 1 მოხსნაც მიაბა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ.
 
სერიის მომდევნო, მეოთხე მატჩიც ატლანტაში, 9 მაისს გაიმართება.