ატლანტამ ნიუ ჯერსი დაამარცხა

ზაზა ფაჩულიამ “ნიუ ჯერსის” წინაღმდეგ საკუთარ მოედანზე 104:92 მოგებულ შეხვედრაში ვერცერთი ქულა ვერ დააგროვა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 6 წუთში თამაშიდან ორივე სროლა გააფუჭა და შეხვედრა უქულოდ, თუმცა 4 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა. “ატლანტაში” 24 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო მერვინ უილიამსი.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 43 მატჩი, 19:24, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, VII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 4 თებერვალი (საკუთარ მოედანზე, “ფილადელფია”).