ატლანტამ” “ოკლაჰომაც” არ დაინდო

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” განაგრძობს წარმატებულ სერიას და მოგებას მოგებაზე ითვლის. ამჯერად ჯორჯიელებმა ნბა–ს ერთ–ერთი აუტსაიდერი “ოკლაჰომა” ისტუმრეს და 99:88 დაამარცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით სუსტ გუნდს ხვდებოდნენ, ატლანტელებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. ოკლაჰომელები საკმაოდ შემართულნი იყვნენ და ბოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ მხოლოდ ქულით აგებდნენ, თუმცა უკანასკნელ პერიოდშ თავისი სიტყვა თქვა “ქორების” ლიდერმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც საბოლოოდ სამმაგი დუბლი (20 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი) მიითვალა და თავისიანებს გაამარჯვებინა.
ზაზა ფაჩულია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 4–დან 3 ორქულიანი და 4–დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
“ატლანტას” ახლა 18 მოგება და 10 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო თავის სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში მეორეა “ორლანდო მეჯიქის” შემდეგ.