“ატლანტას” წარმატებული სერია გრძელდება

ზაზა ფაჩულიამ და “ატლანტა ჰოქსმა” გასვლაზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს. გუნდმა ამჯერად “გოლდენ სტეიტი” 106:105 დაამარცხა, ქართველი ცენტრის ანგარიშზე კი 24 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.
სტუმართა რიგებში 29 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც ასევე 10 მოხსნა დააგროვა. ჯო ჯონსონის მონაგარმა 21 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.
გოლდენ სტეიტი – ატლანტა 105:106 (26:34, 23:24, 30:26, 26:22)