ევროლიგის სადებიუტო ეტაპზე მადრიდის „რეალის“ ძლევის შემდეგ, თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ მეორე ესპანური გრანდი, „ბარსელონაც“ დაათმობინა პოზიციები და ტურნირის ექტრასტარტით ცხრილის პირველ ადგილს იკავებს.
საკუთარ მოედანზე მოპოვებულ 94:87 გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი მეორე პერიოდმა ითამაშა, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 29:12 განადგურეს.
ეროვნული გუნდის ლიდერი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და პარკეტზე გატარებულ 10:34 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაწერა აქტივში. თავის ყოფილ კლუბთან პოზიციურ ბრძოლაში შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ორჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერვე დაჯარიმდა და ერთხელ აიძულა მეტოქე წესების დარღვევაზე.
დუბაელთაგან პროდუქტიულობით მფიონდუ კაბენგელე გამოირჩა (21 ქულა), ხოლო დუეინ ბეიკონისა და მაკკინლი რაიტის ანგარიშზე 14-14 ქულაა. კატალონიელთა შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კევინ პანტერი გახლდათ.
მორიგ ტურში, 2 ოქტომბერს, „დუბაი“ სტამბოლს ეწვევა და ადგილობრივ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.