ბათუმმა საერთაშორისო მინისაკალათბურთო ფესტივალს უმასპინძლა

ბათუმმა საერთაშორისო მინისაკალათბურთო ფესტივალს უმასპინძლა

აჭარის კალათბურთის ფედერაციამ ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი ჩაატარა 2002 და 2003 წელს დაბადებულთა შორის. ტურნირში წლების მანძიზე ქართულ კლუბებთან ერთად სისტემატიურად მონაწილეობენ აზერბაიჯანული და სომხური კლუბებ,რაც კავკასიის ერების დაახლოებას, ახალი თაობის დამეგობრებას უწყობს ხელს.
ორვე ასაკის გათვალისწინებით ტურნირში 2-2 გუნდით მონაწილეობდნენ ბათუმის და სომხეთის წარმომადგენლები,ხოლო აზერბაიჯანს (ბაქო), თბილისს (იბერი), ფოთთს და ოზურგეთს თითო გუნდი ჰყავდათ.
2002 წელს დაბადებულთა ტურნირში პირველი ადგილი სომხეთის გუნდმა დაიკავა. მეორეზე ბათუმი, ხოლო მესამეზე „იბერი“ გავიდა. 2003 წელს დაბადებულთა შორის საუკეთესო ბათუმი გახდა, II და III ადგილებზე კი შესაბამისად იბერი და ოზურგეთი გავიდნენ.