მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 2021 წლის პირველ მატჩში შამალელები კლუბ ყატარს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულის სხვაობით – 82:78 იძალეს.
მიხეილ ბერიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავად ქართველი კალათბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთბაშად 13-ჯერ დაირღვა.
ერთი საინტერესო ფაქტიც: ალ შამალმა ფაქტობრივად სრული მატჩი ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატარა, რადგანაც სათადარიგო მოთამაშე მოედანზე მხოლოდ 22 წამით გამოჩნდა.
ალ შამალმა 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 იანვარს ალ ვაკრასთან ჩაატარებს.