საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბერიშვილის 8 ქულა და მე-3 მარცხი ყატარის ჩემპიონატში

ბერიშვილის 8 ქულა და მე-3 მარცხი ყატარის ჩემპიონატში

მიხეილ ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში მარცხი განიცადა, თუმცა ლიდერობა არ დაუკარგავს. ამალელებმა დოჰაში “ალ ვაკრას” უმასპინძლეს და 55:64 წააგეს.

ისევ არ უთამაშია გიორგი ცინცაძეს, ბერიშვილი კი 8 ქულას დასჯერდა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ  17 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილმა ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და ერთხელ დაჯარიმდა.

“ალ შამალს” 12 მოგების წილ 3 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, სტუმრად, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ალ სადთან” გამართავს.