ბეჟანიშვილის ილინოისი NCAA-ის საერთო რეიტინგში მე-4 ადგილზეა

ბეჟანიშვილის ილინოისი NCAA-ის საერთო რეიტინგში მე-4 ადგილზეა

ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდი ილინოის ფაითინ ილინია, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი, გიორგი ბეჟანიშვილი იცავს. გიორგის წინა სეზონებთან შედარებით შედეგიანობა გვარიანად შეუმცირდა, თუმცა ის რეგულარულად ჩნდება უძლიერესი გუნდის შემადგენლობაში.

ილინოისმა NCAA-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი Big Ten-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 4 მარცხით, მეორე ადგილზე დაასრულა. პირველზე “მიჩიგანი” გავიდა, რომელიც მთელი ლიგის რეიტინგში მე-2 ადგილზეა. ბეჟანიშვილის გუნდს კი რეიტინგში მე-4 ადგილი უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი NCAA-ის ოთხთა ფინალში გასვლის, შესაბამისად ჩემპიონობის რეალური პრეტედენტია.

Big Ten-ის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ილინოისელებმა ოჰაიო სტეიტ ბაქაისს 73:68 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. ბეჟანიშვილი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14.9 წუთს თამაშობს და 5.3 ქულას, 2.6 მოხსნას და 0.4 პასს აგროვებს. 

რამდენიმე დღეში ილინოისი კონფერენციის საჩემპიონო ბრძოლაში ჩაებმება, რომელიც პლეი ოფის სისტემით გაიმართება. შემდეგ კი “მარტის სიგიჟე”, NCAA-ის საუკეთესო 64 გუნდის ჩემპიონატი ელის