ბითაძე კლივლენდთან: 15 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი 18 წუთში

ბითაძე კლივლენდთან: 15 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი 18 წუთში

კარიერის პირადსარეკორდო 20 ქულის შემდეგ, გოგა ბითაძემ “კლივლენდთანაც” შედეგიანად ითამაშა, თუმცა რეკორდამდე არ მისულა. ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, “კლივლენდ კავალერსს” უმასპინძლა და სეზონში 45-ე მარცხი იწვნია – 124:127.

ბითაძე სასტარტოში არ ყოფილა. მან მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, ისე კი, საკუთარ გუნდში მოხსნები მხრივ საუკეთესო იყო. 

22 მოგება და 45 მარცხი ძალიან ცუდი შედეგია ინდიანასთვის საიმისოდ, რომ პლეი ოფში გავიდეს. მორიგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 13 მარტს, სტუმრად “სან ანტონიოსთან” აქვს.