ბითაძე ფილადელფიასთან: 6 წუთი, 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება

ბითაძე ფილადელფიასთან: 6 წუთი, 3 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება

ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი კონფერენციის ლიდერ ფილადელფიასთან გამართა და 110:119 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი მხოლოდ 6 წუთით ათამაშეს, რა დროშიც მან 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 

ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო. ინდიანელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო მარკუს ბროგდონი. დომანტას საბონისმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

11 მოგებითა და 9 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს კი 3 თებერვალს, შინ მემფისთან გამართავს.