ბითაძემ ადრიატიკის სეზონი “იგოკეასთან” MVP-ის ტიტულით დაასრულა

ბითაძემ ადრიატიკის სეზონი “იგოკეასთან” MVP-ის ტიტულით დაასრულა

სერბული “მეგა ბიმაქსის” 18 წლის ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერბულმა კლუბმა ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლა და ბითაძის წინამძღოლობით 99:87 დაამარცხა. ეს გახლდათ ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რის შემდეგაც საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავიდა.

ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთსო მოთამაშე გახდა. ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:28 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი, სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“მეგა ბემაქსმა” სეზონი 8 მოგებითა და 14 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა.
ახლა, ბითაძის კლუბი სერბეთის ჩემპიონატზე გადაერთვება.