ბითაძემ “ოლიმპიაკოსთან” ნატკენი მუხლის გამო ვერ ითამაშა

ბითაძემ “ოლიმპიაკოსთან” ნატკენი მუხლის გამო ვერ ითამაშა

ტრავმის გამო თითქმის 1-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაბრუნებული გოგა ბითაძე ისევ უქმობს. მიზეზი კვლავ ტრავმა, თუმცა რაოდენ სერიოზული, ჯერ გაურკვეველია. 19 წლის ქართველ ცენტრს არ უთამაშია ევროლიგის გასული ტურის მატჩი, რომელშიც მისმა “ბუდუჩნოსტმა” ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა.

ბითაძე “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ დარბაზში მივიდა, თუმცა მატჩისწინა მოთელვაზე მუხლი იტკინა და განაცხადში არ შეუყვანიათ.  ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილმა “ბუდუჩნოსტმა” ბერძნულ გრანდს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 76:89 წააგო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები ხორვატი ფილიპ ბაროვიჩი და ფრანგი ედვინ ჯეკსონი იყვნენ 13-13 ქულით, პირესოსელთა მხრიდან კი მინიმუმ 12 ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი გამოცდილი გეორგიოს პრინტეზისი იყო 19 ქულით, სერბმა ცენტრმა ნიკოლა მილუტინოვმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 12 მოხსნა.

“ბუდუჩნოსტს” 6 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ისევ ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, სტუმრად, ესპანურ “ბასკონიასთან” ჩაატარებს