ბითაძის პირველი სასტარტო ნბა-ში და ინდიანელთა ზედიზედ მე-3 გამარჯვება

ბითაძის პირველი სასტარტო ნბა-ში და ინდიანელთა ზედიზედ მე-3 გამარჯვება

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 20 წლის ქართველმა, გოგა ბითაძემ სასტარტო უთეულში პირველად ითამაშა. ეს გასულ მატჩში, ჩიკაგო ბულსთან მოხდა, რომელიც ინდიანა პეისერსმა 108:95 დაამარცხა წარმატებული სერია სამამდე გაზარდა. 

ბითაძემ მოედანზე 18:57 წუთი გაატარა და ალბათ, მეტი დროც მიეცემოდა, პერსონალური ფოლებით რომ არ დატვირთულიყო. შეხვედრაში ინდიანელთა პირველი ქულები სწორედ ქართველმა ლეგიონერმა მიითვალა, საბოლოოდ კი, მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება იყო.

გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 1 დაკარგვა და 6 ფოლი ჰქონდა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. ინდიანელთ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო 26 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულას 7 პასი წაამატა, ტი ჯეი ლიფმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 15 მოხსნა.

სეზონის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ ინდიანამ ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 6 ნოემბერს, სტუმრად, შარლოტ ჰორნეთსთან ჩაატარებს. 

გოგ ბითაძის თამაშის მომენტები ჩიკაგოსთან მატჩში