ბითაძის სარეკორდო 30 წუთი და მეორე დაფარება ლებრონ ჯეიმსზე

ბითაძის სარეკორდო 30 წუთი და მეორე დაფარება ლებრონ ჯეიმსზე

მიმდინარე სეზონში ინდიანა მეორედ შეხვდა ლეიკერსს და გოგა ბითაძემ მეორედ დააფარა ლებრონ ჯეიმსს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა ამ მატჩში რეკორდულად ბევრი სათამაშო დრო – არასრული 30 წუთი მიიღო, რაც მან შედეგიანად გამოიყენა.

სამწუხარო ისაა, რომ პეისერსი ამჯერადაც დამარცხდა ლეიკერსთან – 115:122. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულას, 7 მოხსნას, 1 პასსა და 4 დაფარებას მოუყარა თავი. განსაკუთრებით ეფექტური ბოლო მეოთხედში შესრულებული დაფარება იყო, როცა გოგამ ლებრონ ჯეიმსს გადაეღობა და დაფარების შემდეგ ბურთს თავად დაეუფლა.

ინდიანამ პირველი მეოთხედი რვა ქულით წააგო – 28:36. მეორე და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა, ხოლო ბოლო მეოთხედი ინდიანამ ერთი ქულით მოიგო. მატჩის MVP ენტონი დევისი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა კი 24 ქულა მიითვალა.

ინდიანა მორიგ მატჩს ტორონტოს წინააღმდეგ გამართავს. გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ლეიკერსი კი დასავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა.