გოგა ბითაძემ ინდიანას შემადგენლობაში ზედიზედ მე-5-ედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და მისთვის განკუთვნილი დროის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად მართალი შედეგიანობა გამოავლინა. ეს მოხდა დღეს, გამთენიისას, შარლოტში, “ჰორნეთსთან” გამართულ მატჩში, რომელიც პეისერსმა 126:158 წააგო.
გოგამ 18:40 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება მოახერხა, მან ამ დროში 17 ქულა დააგროვა, რაც „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო. ბითაძის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (ექვსივე შეტევაში) და 2 პასია. მან 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 ერთქულიანი, პერიმეტრის ხაზიდან კი 2-ჯერ ისროლა და არაზუსტად.გოგამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი +/- მაჩვენებელი -6 იყო, მას „პეისერსის“ შემადგენლობაში ტერი ტეილორთან ერთად საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ უკანასკნელმა გოგაზე თითქმის 9 წუთით ნაკლები ითამაშა.
პირველი მეოთხედი რაც არ უნდა გასაკვირი იყო „ინდიანას“ 3-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდში „შარლოტმა“ 4 ქულით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე გუნდები 70-71 ანგარიშით გავიდნენ. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც „ჰორნეტსმა“ 18 ქულით იმარჯვა და საბოლოო ჯამში 32 ქულით მოიგო. ლამელო ბოლმა 29 ქულით, 13 პასითა და 10 მოხსნით სამმაგი დუბლი გაიფორმა, ყველაზე შედეგიანი 39 ქულით კელი უბრე უმცროსი იყო.
შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 29 იანვარს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.