ბოისას 20 ქულა და კახა სან ფერნანდოს გამარჯვება

იტალიავლადიმერ ბოისა (სიენა)

“სიენისა” და საქართველოს ნაკრების წევრმა, ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ ამ სეზონში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. “სნაიდეროსთან” მატჩში ბოისამ 22 წუთში 5 სამქულიანიდან 4 გამოიყენა და საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა, რაც რიმანტას კაუკენასის მერე მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბოისას ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა და 7-დან 4 ზუსტი საშუალო სროლა იყო. “სიენამ” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სიენა – სნაიდერო 98:78 (21:24, 28:16, 24:16, 25:22)
სიენა: კაუკენასი (22 ქ. 3 მ. 2 პ), ვლადიმერ ბოისა (22 წუთი, 20 ქულა, 2 მოხსნა), სატო (18 ქ. 8 მ), ფორტე (16 ქ. 6 პ. 3 მ), ბაქსტერი (11 ქ).სნაიდერო: პენბერთი (21 ქ), ჯ. ალენი (16 ქ. 8 მ. 6 პ), ცაკეტი (10 ქ. 7 მ).
სიენა: 29 მატჩი, 25:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
ტაირონ ელისს ამჯერად ქულათა მარაგი ბევრით არ შეუვსია, თუმცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავი უნივერსალიზმით გამოიჩინა და მატჩი საკმაოდ სოლიდური მონაგრით ჩაამთავრა. მან 4-და 2 შორეული სროლა გამოიყენა.
ნაპოლი – ბიელა 79:67 (24:10, 15:19, 15:20, 25:18)
ნაპოლი: ობენონი (16 ქ), მალავენტურა (15 ქ. 4 პ), მორამდაისი (15 ქ. 4 პმ), როკა (12 ქ. 7 მ), ტაირონ ელისი (28 წუთი, 8 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი)ბიელა: ერიკ დენიელსი (16 ქ. 11 მ), ჯ. ტომასი (15 ქ. 7 მ), გეინსი (12 ქ).
ნაპოლი: 29 მატჩი, 17:12, IV ადგილი.
ესპანეთინიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “კახა სან ფერნანდომ”, რომელმაც მასზე გაცილებით ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული “უნიკახა” დაამარცხა და 30 მატჩის მერე 14 მოგება დაუგროვდა. ნიკას ანგარიშზე 26 წუთში 3-დან 1 ზუსტი სროლა და დაცვაშI გაკეთებული 5 მოხსნა იყო.
კახა სან ფერნანდო – უნიკახა 68:66 (18:19, 11:9, 16:24, 23:14)
კახა სან ფერნანდო: ფემერლინგი (16 ქ. 3 მ), პრაისე (13 ქ. 3 პ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (26 წუთი, 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი).უნიკახა: კაბეზასი (23 ქ), ფაისონი (15 ქ), მ. ბრაუნი (6 ქ. 3 პ).
კახა სან ფერნანდო: 30 მატჩი, 14:16, X ადგილი.