ბოისას გუნდმა ხორვატიაში ლიდერი დაამარცხა

ხორვატიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ვლადიმერ ბოისას “ზადარი” გათამაშების ლიდერ “ზაგრებ” ხვდებოდა და  მიმდინარე სეზონში დედაქალაქურ გუნდს პირველი მარცხი აგემა – 76:70.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს ზადარელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა მოედანზე საკმაო ხანი – 27 წუთი დაჰყო. ბოისამ 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ვოვამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.“ზადარის” გამარჯვებაში ლომის წვლილი დამირ რანჩიჩმა დაიდო, რომელმაც 36 წუთში 26 ქულა მოაგროვა.
9 ტურის შემდეგ ხორვატიის ჩემპიონატს სამი ლიდერი ჰყავს – “ზაგრებს”, “ციბონასა” და “ზადარს” 7 მოგება და 1 მარცხი გააჩნიათ.
28 აპრილს ბოისას კლუბი საკალათბურთო კლუბ “სპლიტს” ესტუმრება.