ბოისას წარმატებული გამოსვლა

წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების წევრის, ვლადიმერ ბოისას მორიგი ტესტ-მატჩი მისი ახალი გუნდის, რუსული “სპარტაკ-პრიმორიეს” შემადგენლობაში. ესპანური “სიუდადის” წინააღმდეგ ბოისამ პირველ ტაიმში 17 ქულა დააგროვა, შეხვედრა კი საბოლოოდ მისმა გუნდმა 92:71 მოიგო. ბოისას დიდი შესვენების მერე ერთი ქულაც არ დაუგროვებია, თუმცა მისი თქმით, მწვრთნელმა მას მითითება მისცა, სხვებსაც მიეცი თამაშის გამოჩენის საშუალებაო.