ბექა ბურჯანაძემ კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ითამაშა და მართალია, მისი გუნდი დამარცხდა, ქართველ ფორვარდს თავი არ შეურცხვენია. “ბეტისმა”, რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე იცავს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ბარსელონას” უმასპინძლა და 61:78 დამარცხდა.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:09 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის ბეტისელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ მარკო ტოდოროვიჩს (21) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. კატალონიელთა რიგებში საუკეთესო ლატვიელი როლანდს სმიტსი იყო. მან ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა.
ბეტისს 1 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. ბურჯაქნაძის გუნდი მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად გრან კანარიასთან გამართავს.