ბურჯანაძის 17 ქულა და ნანატრი გამარჯვება კანარის კუნძულებზე

ბურჯანაძის 17 ქულა და ნანატრი გამარჯვება კანარის კუნძულებზე

ბექა ბურჯანაძი “დელტეკომ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, გამარჯვებაში ლომის წილი ქართველმა ფორვარდმა დაიდო. ბურჯანაძემ სანსებასტიანელებს 17 ქულა მიაშველა და მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

“დელტეკოს” ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა წაგებული და ნავსი გასულ ტურში – სტუმრად “გრან კანარიასთან” გატეხა. აღსანიშნავია, რომ დიდ შესვენებაზე “გიპუზკოა ბასკეტი” 16-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თუმცა, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლო, დასკვნით მეოთხედში მეტოქე 28:13 გაანადგურა და საბოლოოდ 90:85 მოიგო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 30:53 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, მასზე შედეგიანად კი მხოლოდ ბლაგოტა სეკულიჩი (20 ქულა) და გარეტ ნეველსი (18) გაისარჯნენ.
აღსანიშნავია, რომ “გიპუზკოა ბასკეტს” 20 ტურში მხოლოდ მე-4 მოგება მოუგროვდა და აქედან 2 ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიასთან” აქვს.

ქართველი კალათბურთელის გუნდი ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა, “მურსიას” მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. “გიპუზკოა ბასკეტი” მომდევნო მატჩს 3 მარტს, შინ, “ვალენსიასთან” ჩაატარებს.