ბურჯანაძის 6 ქულა, 9 მოხსნა და “ვალენსიასთან” ბოლო წამებზე მარცხი

ბურჯანაძის 6 ქულა, 9 მოხსნა და “ვალენსიასთან” ბოლო წამებზე მარცხი

ბექა ბურჯანაძის “დელტეკო” ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდია ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. სანსებასტიანელებმა გასული ტურის მატჩი შინაურ კედლებში ბოლო წამებზე – 66:67 წააგეს “ვალენსიასთან”, მანამდელ ტურებში კი 3 მატჩი ოვერტაიმში, რამდენიმეც კი ბოლო წუთებზე აქვს დათმობილი. 

“ვალენსიასთან” ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 30:41 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი აააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“გიპუზკოა ბასკეტს” მომდევნო შეხვედრა 10 მარტს ელის, როდესაც გიორგი შერმადინის “უნიკახას” გაეჯიბრება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დღეს მალაგელებს თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” დაპირისპირება ელით.