ბურჯანაძის 8 ქულა და გამარჯვება თავის ყოფილ გუნდ ანდორასთან

ბურჯანაძის 8 ქულა და გამარჯვება თავის ყოფილ გუნდ ანდორასთან

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”. კუნძულელების მეტოქე ცხრილში გვარიანად მაღლა მყოფი “ანდორა” გახლდათ, რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე 2 წლის წინ იცავდა. შეხვედრა ანდორაში გაიმართა და ის კანარელთა გამარჯვებით – 70:60 დასრულდა. 

გამარჯვებაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძემ 16:47 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულას მოუყარა თავი. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

გრან კანარიას ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში 20 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა. გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ბურჯანაძის კლუბს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და მომდევნო ტურში ვალენსიას მასპინძლობს.